ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ პროკურატურის სისტემიდან იძულებით დათხოვნილ პროკურორებთან ერთად პრესკონფერენცია გამართა

10 იანვარი 2014

 საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილმა პროკურატურის სისტემიდან იძულებით დათხოვნილ პროკურორებთან ერთად პრესკონფერენცია გამართა და მიმართა  დიპლომატიურ კორპუსს, არასამთავრობო სექტორს არ დაუშვან  პროკურატურის სისტემაში ძალადობრივი და უსამართლო  რეჟიმის დაბრუნება.

ზაზა ხატიაშვილმა განაცხადა,  ,,ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს მიმაჩნია, რომ სამოქალაქო საზოგადოება უნდა დადგეს პროკურატურის სისტემიდან უკანონოდ  დათხოვნილი პროკურორების გვერდით  და არ დაუშვას კრიმინალური წერსულის მქონე ფარცხალაძის მიერ მოყვანილი კადრების დარჩენა პროკურატურის სისტემაში, რომლებიც საქართველოს დააბრუნებენ ჯაბა იოსლიანის ერაში. სამოქალაქო საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი, თუ როგორ ატერორებდა ფინანსური პოლიცია სამოქალაქო სექტორს სააკაშვილის რეჟიმის დროს , როგორ იბარებდნენ ფინანსური პოლიციაში და იქიდან გამოსული მოქალაქეები როგორ ჩუქნიდნენ სახელმწიფოს ქონებას. ფინანსური პოლიციის სწორედ ამ  კადრებით პროკურატუროს გადახალისება გამოიწვებს პროკურატურის გადაქცევას პოლიტიკური და პირადი ანგარიშწორების ორგანოდ რაც დაღუპავს ჩვენს ქვეყანას“.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი